ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა განთიადის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში საინტერესო გარემოსდაცვითი ღონისძიებები და აქტივობები ხორციელდებოდა.
გამონაკლისი დედამიწის დღეც არ ყოფილა. ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში, დასუფთავების აქცია მოეწყო. მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. მათ ასევე სარეველა ბალახებისგან გაწმინდეს ყვავილები, მოხატეს სკოლის ეზო და სიმბოლურად მზის ფორმა გამოსახეს.
ბავშვებმა ასევე აღნიშნეს, რომ დედამიწას მოვლა, მოფრთხილება სჭირდება და ეს თითოეული ადამიანის მოვალეობაა.
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.
ეს დღე საინტერესო, დასამახსოვრებელი და ნაყოფიერი იყო მოსწავლეთათვის.
აღსანიშნავია, რომ პედაგოგები გარემოს მოვლასა და მოფრთხილებას მოსწავლეებს დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან.
იხილეთ ფოტოები: