ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა განთიადის საჯარო სკოლაში კარიერულ წინსვლასა და განვითარებაზე ორიენტირებული პედაგოგები ასწავლიან. ისინი თავიანთი მიზანდასახულობითა და შრომისმოყვარეობით მოსწავლეთათვის სამაგალითოები არიან.
ერთ-ერთი ასეთი პედაგოგია ხელოვნების მასწავლებელი მზია ყურშუბაძე, რომელიც შემოქმედებითი ნიჭითა და უნარებით გამორჩეული პიროვნებაა. აღსანიშნავია, რომ ის ნანული ყურშუბაძე/ გვარიშვილის გამოცემული ზღაპრების წიგნის თანაავტორი გახლავთ.
მასწავლებელმა წიგნი ილუსტრაციებით გაამრავალფეროვნა და გაალამაზა, შექმნა პერსონაჟების დაუვიწყარი სახეები: ლომკაცა, ოქროსყურა ძაღლი, ტაშფანდურა და სხვა. სულ 19 ზღაპარი გამოიცა.
ასევე, სკოლის ბიბლიოთეკაში მოეწყო ნახატების გამოფენა. მოსწავლეებმა წაიკითხეს ზღაპრები.
სასკოლო საზოგადოება პედაგოგით ამაყობს.
„ქალბატონ მზია ყურშუბაძეს ვულოცავთ ამ სასიხარულო ფაქტს და უფრო დიდი წარმატებას ვუსურვეთ“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: