ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა განთიადის საჯარო სკოლიდან კიდევ ერთი თაობა დიდი სიყვარულით, საზეიმო ვითარებაში გააცილეს.
მე-12 კლასელებისთვის სკოლაში „ბოლო ზარის“ ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს, ერთმანეთს თეთრ მაისურებზე სამახსოვრო წარწერები დაუტოვეს და წარმატებები უსურვეს. კურსამთავრებულებმა ასევე დირექციასა და პედაგოგებს მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.
ეს დღე ძალიან ემოციური და დასამახსოვრებელი იყო მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის.
სკოლაში მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას ულოცავენ და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებებს უსურვებენ.
„ძვირფასო ბავშვებო, გისურვებთ, წარმატებული, ბედნიერი, იღბლიანი გზებით გევლოთ!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: