„ტექსტი და მისი კინოვერსია“ - ზედა განთიადის საჯარო სკოლის მე-9 კლასელთა საინტერესო პრეზენტაცია
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა განთიადის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით გახლდათ დატვირთული. პედაგოგები მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესში ჩართულობისა და მოტივაციის გაზრდის მიზნით, საინტერესო ღონისძიებებს სთავაზობდნენ.
მათ შორის იყო სკოლის IX კლასში გამართული პრეზენტაცია თემაზე: „ტექსტი და მისი კინოვერსია“
მოსწავლეებმა ერთმანეთს შეადარეს ნუგზარ შატაიძის მოთხრობა „მოგზაურობა აფრიკაში“ და მისივე ავტორობით შექმნილი ფილმი „გაღმა ნაპირი“.
პრეზენტაცია საინტერესოდ წარიმართა. ფილმისა და მოთხრობის შედარების საფუძველზე მოსწავლეებმა გააკეთეს დასკვნები.
„მათ გაგვაცნეს ფილმის მოქმედი პერსონაჟები, აღნიშნეს ის ფაქტი, რომ ზიტას როლის შემსრულებელი ჩვენი სოფლის მკვიდრი ქალბატონი ლია აბულაძეა. ისაუბრეს ომის საშინელებაზე, მის სავალალო შედეგებზე“, - აღნიშნავენ სკოლაში.
პრეზენტაციის დასასრულს კი მე-9 კლასელებმა აფხაზეთის შესახებ ლექსები წაიკითხეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პრეზენტაცია ემოციური და საინტერესო იყო.
იხილეთ ფოტოები: