ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა განთიადის საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს.
მათ შორის, არის სტუდენტი მაგდა ფუტკარაძე, რომელიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა - ზაზა დიასამიძემ, სტუმრებთან ერთად, აკადემიკოს ვახტანგ შამილაძის სახელობის სტიპენდიით, მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის დააჯილდოვა.
სკოლაში მისი მიღწევით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.
დაჯილდოების ცერემონია 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაიმართა.
აღსანიშანვია, რომ ხელვაჩაურში კულტურული ღონისძიებები ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ მიმდინარეობდა.
იხილეთ ფოტოები: