ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზედა განთიადის საჯარო სკოლის ნიჭიერი, აქტიური და მიზანდასახული მოსწავლეები გამოწვევებს არსოდეს უშინდებიან და სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ პროექტსა თუ ღონისძიებაში ერთვებიან.
წარმატებული მონაწილეობით კი სასკოლო საზოგადოებას სიამაყის საფუძველს აძლევენ.
მათ შორის, ისინი „ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის“ დაფინანსებული პროექტის - „ჩემი ქალაქი-ჩემთვისაც“ ფარგლებში გამართულ ვიდეორგოლების კონკურსში მონაწილეობდნენ.
მოსწავლეები აღნიშნულ კონკურსში აქტიური ჩართულობისა და თანამშრომლობისთვის დაჯილდოვდნენ. მათი პედაგოგი ნინო დიასამიძე გახლავთ.
„გილოცავთ, სულ წარმატებული გზებით გევლოთ“,- სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ.
იხილეთ ფოტოები: