„საქართველოს დაკარგული ტერიტორიები“ - უფროსი მასწავლებლის ნინო მელიქიშვილის პროექტი მლეთის საჯარო სკოლაში
06-06-2018
მლეთის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საინტერესო პროექტი გაიმართა.
უფროსმა მასწავლებელმა ნინო მელიქიშვილმა თემაზე „საქართველოს დაკარგული ტერიტორიები“ პროექტ-კონკურსი ჩაატარა.
პროექტში IX, X და XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებს გამოეკვლიათ და მოეძიებინათ ინფორმაცია, რა ტერიტორიებს ფლობდა საქართველო ჯერ კიდევ 1918-21 წლებში, დემოკრატიული საქართველოს არსებობის შემთხვევაში და როგორ დაკარგა ტერიტორიები.
პროექტის შედეგად მოსწავლეებს კვლევის, ანალიზის, დისკუსიისა და შეფასების უნარები განუვითარდათ.