„მოძრაობა და ძალები“ - ზედა განთიადის საჯარო სკოლაში მე-4 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო ექსპერიმენტები ჩაატარეს
27-06-2024
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა განთიადის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო, მრავალფეროვანი და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობებით იყო დატვირთული.

მათ შორის გახლდათ მე-4 კლასელთა კომპლექსური დავალება, რომელიც ძალიან საინტერესო და თემატურად მრავალფეროვანი აღმოჩნდა.

კომპლექსური დავალების ფარგლებში, მე-4 კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წლის მიწურულს, ჩაატარეს ექსპერიმენტები თემაზე: „მოძრაობა და ძალები“.

ექსპერიმენტები მაგნიტურ ძალებსა და მიზიდულობის ძალებზე ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. ბავშვებმა ასევე, გაიხსენეს იგავ-არაკები „თალგამი“ და „გედი, კალმახი და კიბო“. მოსწავლეებმა ცოდნა წარმოაჩინეს და ახალი უნარები შეიძინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.

მათ ხელმძღვანელობდა მასწავლებელი ნესტან ცინცაძე.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში არა მარტო თეორიულ ცოდნას აძლევენ მოსწავლეებს, არამედ მის პრაქტიკაში გამოყენებასაც ასწავლიან.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203