ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლემ საგნობრივ ოლიმპიადაში საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა
ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეებს სხვადასხვა ოლიმპიადასა და კონკურსში წარმატებით არაერთხელ უასპარეზიათ.
მათ შორისაა სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე სოზარ ლომთაძე. იგი, ტვინების საგნობრივ „AI ოლიმპიადა 2024-ში“ ბრწყინვალე ასპარეზობისთვის დიპლომით დაჯილდოვდა. აღსანიშნავია, რომ მან მოიპოვა ტვინების „AI ოლიმპიადა-2024-ის“ საქართველოს ჩემპიონის ტიტული მათემატიკაში.
სკოლაში, მოსწავლის მიღწევით ამაყობენ და მომავალში კიდევ ბევრ გამარჯვებას უსურვებენ.
„ვულოცავთ საბას ამ ღირსეულ ტიტულს და მომავალშიც დიდ წარმატებებს ვუსურვებთ“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მოსწავლის დამრიგებელი ფიქრია ჯიმშელეიშვილი გახლავთ, რომელიც ამაყობს აღსაზრდელის მიღწევებით და ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა მიღწევებს მუდამ მხარს უჭერს.
იხილეთ ფოტო: