ზედა განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეებს სოფლის მკვიდრმა წიგნის ვაუჩერები გადასცა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა განთიადის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ბავშვები წიგნების მიმართ დიდი ინტერესითა და სიყვარულით გამოირჩევიან.
აღსანიშნავია, რომ სწავლის მოტივაციის ამაღლების მიზნით, მათ, სოფლის მკვიდრმა - გურანდა ხიმშიაშვილმა „ბიბლუსის“ წიგნის ვაუჩერები გადასცა.
„ჩვენ გვერდით არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ყოველგვარი ფიქრის გარეშე აკეთებენ სიკეთეს, ისე, არც ჯილდოს ელიან და არც იმას, რომ სხვებმა შეამჩნიონ და გმირად გამოაცხადონ.
მათ მხოლოდ სხვისი დახმარება და ამ დახმარების შედეგად მიღებული ემოცია ახარებთ. სწორედ ასეთი გოგონაა ჩვენი სოფლის მკვიდრი, გურანდა ხიმშიაშვილი“, - ასე აფასებენ მას სკოლაში.
მოსწავლეებში საჩუქარმა ზღვა ემოცია გამოიწვია.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ახალი სასწავლო წლიდან ის აპირებს, წარჩინებულ მოსწავლეზე ყოველთვიურად100 ლარიანი სტიპენდიის გადაცემას.
სკოლაში მას მადლობას უხდიან.
„უღრმესი მადლობა გურანდას. გვიყვარხარ, გვეამაყები“, - ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: