თბილისის N103 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და სხვადასხვა მიმართულებით ცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ამ მიზნით კი, არაერთი ღონისძიება ეწყობა. მათ შორის, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ისნის რაიონის განათლების და ახალგაზრდობის სფეროსა და თბილისის N103 საჯარო სკოლის თანამშრომლობით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით, პროექტი - „გიცავდი და კვლავ დაგიცავ“ განხორციელდა.
პროექტის მიზანი იყო ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ღირებულებების მქონე, ქართული ტრადიციის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების, სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და კულტურის მცოდნე პატრიოტი, კრეატიული და შემოქმედებითი უნარების მქონე მოქალაქის აღზრდა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, კონფეენცია შემდეგ თემებზე ჩატარდა:
დასასრულს, საზეიმო ვითარებაში გაიხსნა პანო, რომელზეც VII-XI კლასების მოსწავლეებმა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელ ლიანა ცანავას ხელმძღვანელობით, იმუშავეს.
პროექტის ფინალურ ეტაპს ესწრებოდნენ: ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, იურიდიულ საკითხთა კომისიის წევრი -კახაბერ ლამბუჩიძე, ისნის რაიონის გამგებელი - ნიკოლოზ ელისაშვილი, გამგეობის წარმომადგენლები, ისნის რაიონული პროფკავშირების თავჯდომარე ქეთი ხეტეშვილი, თბილისის N89 საჯარო სკოლის დირექტორი - მიმოზა ტყებუჩავა და თბილისის N90 საჯარო სკოლის დირექტორი - თამარ მელიქიძე.
იხილეთ ფოტოები: