ირაკლი აბაშიძის სახელობის ქალაქ ხონის N3 საჯარო სკოლაში განსაკუთრებით ნიჭიერი, აქტიური და მიზანდასახული მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც სხვადასხვა ღონისძიებასა თუ აქტივობაში მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლაში 1-ელიბ კლასის მოსწავლის ანასტასია მამულაძის მიღწევით ხარობენ და ამაყობენ.
ის ჭადრაკში იმერეთის ღია საკვალიფიკაციო ტურნირში, უთანრიგო 8 წლამდე ასაკის გოგონათა შორის პირველი ადგილის მფლობელი გახდა. აღსანიშნავია, რომ მოსწავლემ შესაძლებლობები გამოავლინა და ღირსეულად იასპარეზა.
სკოლა ულოცავს ანასტასია მამულაძეს ამ დიდ წარმატებას და წინსვლას უსურვებს
იხილეთ ფოტო: