კოსტიუმირებული სანახაობა და მეოთხეკლასელთა დიდი დღესასწაული შაუმიანის N2 საჯარო სკოლაში
26-06-2024

მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ შაუმიანის N2 საჯარო სკოლაში, სასწავლო წელი მრავალფეროვანი ღონისძიებებითა და საინტერესო ინიციატივებით იყო გაჯერებული, IV კლასის მოსწავლეებისთვის წლის დასასრულიც ასეთივე საზეიმო და დაუვიწყარი აღმოჩნდა. 

სხვადასხვა თემატურ კოსტიუმებში გამოწყობილი მოსწავლეები საზეიმოდ მორთულ სცენაზე მუსიკალური თუ ქორეოგრაფიული ნომრებით იწონებდნენ თავს, დამსწრე საზოგადოებას საშემსრულებლო ოსტატობით აოცებდნენ და მათ მხურვალე ოვაციებსაც იღებდნენ. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ხელმძღვანელი, კლასის დამრიგებელი ინგა შავარდენიძე გახლდათ, რომლისთვისაც დღე განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნა, მას მოსწავლეებმა გულითადი მადლობა გადაუხადეს დაუვიწყარი 4 წლისა და ცოდნის სამყაროში მეგზურობისთვის. 

ემოციებით დამუხტულმა და შთაბეჭდილებებით აღსავსე მოსწავლეებმა ერთმანეთს მხიარული არდადეგები უსურვეს და სექტემბრამდე დაემშვიდობნენ. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203