ბაქირ კარალოვის სახელობის დმანისის მუნიციპალიტეტის, სოფელ იფნარის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი ცოდნის სამყაროში მოგზაურობას ჰგავდა, სამყაროში, სადაც მოსწავლეები ინტელექტში იწაფებიან, შემოქმედებით ღონისძიებებს აწყობენ და საყვარელ პედაგოგებთან ერთად დაუვიწყარ მოგონებებს ქმნიან.
ამის ნათელი მაგალითია, 1 ივნისს გამართული დიდი დღესასწაული სკოლის ეზოში, ბავშვთა დაცვის დღე მოსწავლეებმა შემოქმედებითად იზეიმეს, სასკოლო გარემო სადღესასწაულოდ მორთეს, ეზო მრავალეროვანი ნახატების მოხატეს და ერთმანეთს ბედნიერი ბავშვობა უსურვეს.
თვალებაციმციმებული, ღიმილიანი სახეები და ზღაპრიულად მორთული გარემო - ასეთი იყო დღე, რომელაც ემოციების გარეშე არავინ დატოვა და სკოლის მატიანეში კიდე ერთი ფურცელი ჩაწერა.
აღსანიშნავია, სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დადებითი განწყობის შექმნას, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ისეთი გარემოს მოწყობას, რომ მათთვის სკოლაში მისვლა სასიამოვნო იყოს, ყოველი დღე წინას სჯობდეს და სწავლა-სწავლება შემოქმედებით მოღვაწეობად იქცეს. სკოლაში კარგად ესმით, რომ სწორედ განწყობაა ის, რაც ყველა წარმატების საწინდარი ხდება.
იხილეთ ფოტოები: