ქვემო ბოლნისის N1 საჯარო სკოლის  თოჯინების თეატრმა ორი შთამბეჭდავი სპექტაკლი დადგა
26-06-2024

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისის N1 საჯარო სკოლაში მთელი სასწავლო წელი გაჯერებული იყო საინტერესო და შემოქმედებითი ინიციატივებით, რომლებშიც მოსწავლეები დიდი სიამოვნებით ერთვებოდნენ, ასეთივე გახლდათ 1 ივნისს გამართული დღესასწაული. 

სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა. 

აღსანიშნავია, რომ სკოლის თოჯინების თეატრმა, ამ დღესთან დაკავშირებით, სასკოლო საზოგადოებას ორი სპექტაკლი: წითელქუდა და კომბლე, წარუდგინა. 

პატარა მსახიობების საშემსრულებლო ოსტატობამ დამსწრეთა დიდი მოწონება და ოვაცია დაიმსახურა. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები სპექტაკლის ბოლოს, მეორე სიურპრიზმაც სასიამოვნოდ გააოცა, ისინი საყვარელი ტკბილეულითა და ფერადი ბუშტებით დასაჩუქრდნენ.

სკოლაში გამართულ დღესასწაულს საპატიო სტუმრებიც: პროგრამის „არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების“ ხელმძღვანელი - ნინო ბერიკაშვილი, ამ პროგრამის კონსულტანტი - ნინო შარაშენიძე და თანამშრომელი - ია არწივიძე ესწრებოდნენ​

სტუმრებმა, დღის ბოლოს მოსწავლეებს საჩუქრები გადასცეს და მათთვის დღე, მეტად დასამახსოვრებელი გახადეს. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203