ტყიბულის N6 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებით ექსკურსია მოეწყო 
26-06-2024

ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო, შემოქმედებითი და შემეცნებითი ინიციატივებით იყო დატვირთული, VII კლასის მოსწავლეებისთვის კი, წელი სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიით დაგვირგვინდა. 

ექსკურსიაზე, მოსწავლეებთან ერთად კლასის დამრიგებელი - მირანდა სოფრომაძე და მოსწავლეთა მშობლები იმყოფებოდნენ. 

ექსკურსიის ფარგლებში, მოსწავლეებმა მოინახულეს კლდეში ნაკვეთი ქალაქი-უფლისციხე, მოილოცეს შიომღვიმოს მონასტერი, ასევე დაათვალიერეს ქალაქი მცხეთა და ესტუმრნენ სვეტიცხოველის, სამთავროს და ჯვრის მონასტრებს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები ექსკურსიიდან შთაბეჭდილებით დატვირთულნი დაბრუნდნენ, სასწავლო წელიც ამაღლებული განწყობით დაასრულეს და ერთმანეთს სექტემბრამდე დაემშვიდობნენ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203