„მე და ჩემი მასწავლებელი“ - რატევანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ემოციური წერილი პედაგოგს
26-06-2024

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რატევანის საჯარო სკოლაში მასწავლებლის ღვაწლსა და შრომას განსაკუთრებით აფასებენ და პროფესიონალ პედაგოგებს განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს უქმნიან. 

სწორედ ამ მიზნით, სკოლა ჩაერთო მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის კამპანიაში. 

კამპანიის ფარგლებში, სკოლაში დაიგეგმა სხვადასხვა სახის აქტივობა:  6 და 7 ივნისს ჩატარდა  ფოტოების/ნახატების კონკურსები, სახელწოდებით - „მე და ჩემი მასწავლებელი“; „მე რომ მასწავლებელი ვიყო“ (მოსწავლეების ვიდეომიმართვების კამპანია სოციალურ ქსელში ).

10 ივნისს, სკოლაში მოეწყო აქტივობა, სახელწოდებით - „წერილი მასწავლებელს“. აღნიშნული წერილი ჩაიდო კაფსულაში და მე-12 კლასის „ბოლო ზარის“ ღონისძიებაზე გაიხსნა, მოსწავლეებმა ისინი სასკოლო საზოგადოების წინაშე წაიკითხეს. 

ასევე ჩატარდა აქტივობა - „სურვილების დაფა“ (რას ვუსურვებდი ჩემს მოსწავლეებს? რას ვუსურვებდი ჩემს მასწავლებლებს?). 

დასკვნითი ღონისძიების სახით კი, 12 ივნისს ჩატარდა ლიტერატურულ-მხატვრული კომპოზიცია, სახელწოდებით - „ქვეყნად არც ერთი ბრძენი არ იყო, მასწავლებელი არა ჰყოლოდა“. 

აღნიშნულ აქტივობებში მოსწავლეები და პედაგოგები დიდი სიამოვნებითა და თანამშრომლობით მონაწილეობდნენ. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203