ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხილათის საჯარო სკოლაში, შთამბეჭდავი აქტივობებით გაჯერებულ სასწავლო წელს, დასასრულიც დაუვიწყარი და ემოციებით დატვირთული ჰქონდა.
სასწავლო წლის ბოლოს, მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები დიდი სიამოვნებით მონაწილეობდნენ.
მოსწავლეები ესტუმრნენ მცხეთასა და გორს, მოინახულეს ისტორიული ძეგლები, გაეცნენ ქალაქებში არსებულ კულტურულ მემკვიდრეობას, მიიღეს ახალი და მათთვის საინტერესო ინფორმაცია და დრო მხიარულად გაატარეს.
მოსწავლეებისთვის ექსკურსია ინფორმაციულთან ერთად, შთაბეჭდილებებით აღსავსე, ემოციებით დატვირთული და დაუვიწყარი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: