წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წელი დიდი წარმატებით დასრულდა.
ამასთან დაკავშირებით, მე-4 კლასის მოსწავლეებმა საზეიმო ღონისძიება გამართეს და გავლილი 4 წელიწადი შეაჯამეს. ისინი აქტივობებში დამრიგებლის - ნანი მაკარაძის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ.
საზეიმოდ - თეთრ და იასამნისფერ სამოსში გამოწყობილმა მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას დაუვიწყარი სანახაობა უჩვენეს, შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოაჩინეს და პირველ დამრიგებელს დაემშვიდობნენ.
სკეტჩებმა, ანდაზებში გაცოცხლებულმა პერსონაჟებმა და მუსიკალურმა ნომრებმა მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.
კლასის ხელმძღვანელმა ღონისძიებაზე მომავალი პირველი კლასის მოსწავლეებიც მიიწვია. პატარებმა მომავალი კლასი და სასკოლო გარემო დაათვალიერეს, შემდეგ კი ღონისძიებაშიც ჩაერთნენ.
„ერთმანეთთან დაახლოების მიზნით, პატარებმა მასწავლებლის მიერ დასმულ კითხებს უპასუხეს. იგრძნობოდა დიდი სითბო და სიყვარული. ყველასთვის შთამბეჭდავი იყო დიდი სიყვარულითა და შემართებით წარმოდგენილი ღონისძიება, მომავალი ჩვენია!წარმატებები ჩვენს მონაწილეებს“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები: