დმანისის N3 საჯარო სკოლამ კონკურსში „წლის ლიდერი სკოლის ტიტული“ მოიპოვა და ტექნიკით დაჯილდოვდა
26-06-2024

დმანისის N3 საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წელი წარმატებული გახლდათ, რაზეც მეტყველებს მოსწავლეთა აკადემიური მიღწევები და თავად სკოლის გამარჯვება სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ ტექნიკის კონკურსში.

დმანისის N3 საჯარო სკოლამ „წლის ლიდერი სკოლის ტიტული“ დაიმსახურა, რაც თვითმმართველობის წევრი მოსწავლეებისა და მათი პედაგოგების დაუღალავი შრომის შედეგია.

კონკურსში მოგებული ტექნიკა, კერძოდ: მულტიფუნქციური ქსეროქსი, ლეპტოპი და პროექტორი სკოლას გადაეცა.

„ამ ტექნიკით ბევრად მეტი და საინტერესო აქტივობების განხორციელებას შეძლებენ ჩვენი მოსწავლეები. მადლობას ვუხდით სამოქალაქო განათლების პროგრამის ხელმძღვანელებსა და Ph international-ს“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203