სოსო ღვინიაშვილის სახელობის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლაში დირექტორის არჩევნები ჩატარდა, სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით კი სკოლას მაია ზაკალაშვილი უხელმძღვანელებს.
აღსანიშნავია, რომ ახლად დანიშნული დირექტორი, სკოლას სათავეში 6 წლის ვადით ჩაუდგება და უკვე ოფიციალური სტატუსით, გააგრძელებს საქმიანობას.
სასკოლო საზოგადოება მოხარულია სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, დირექტორს მიღწეულ შედეგს ულოცავს და პროფესიულ საქმიანობაში წინსვლას უსურვებს.
„ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება ულოცავს ქალბატონ მაია ზაკალაშვილს აწ უკვე დირექტორის ოფიციალურ სტატუსს, უსურვებს ჯანმრთელობას და წარმატებულ კარიერას.
ჩვენ ერთი გუნდი ვართ!“, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა სიახლეს საკოლო საზოგადოება.