გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხურვალეთის საჯარო სკოლასა და კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის საჯარო სკოლას შორის მთელი წლის მანძილზე ჯანსაღი თანამშრომლობითი გარემო იყო შექმნილი, ორივე სკოლის მოსწავლეებმა ერთობლივად იმუშავეს საერთაშორისო პროექტზე და საკუთარი იდეები ფართო საზოგადოებას წარუდგინეს.
მოსწავლეები დიდი ინტერესით მუშაობდნენ eTwinning -ის ფარგლებში განხორციელებულ პროექტზე - „ბეღურების გამოკვება ზამთარში“. მოსწავლეებმა ერთმანეთს თავიანთი იდეები გააცნეს, გამოცდილება გაუზიარეს, სამუშაო თემაზე ინფორმაცია მოიძიეს, შეაჯამეს და საბოლოოდ, საკმაოდ წარმატებით განახორციელეს პროექტი.
აღსანიშნავია, რომ აღაიანის საჯარო სკოლის წარმომადგენლებთან და პედაგოგ მარინა ქაწაშვილთან ერთად, პროექტზე აქტიურად მუშაობდნენ ხურვალეთის საჯარო სკოლის პედაგოგი გიული ბუთხუზი, მე-3 კლასელი მოსწავლეები და ინგლისური ენის მასწავლებელი ნატო ხუროშვილი.
პროექტის დასასრულს, მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
„წარმატებებს ვუსურვებ პროექტის ფარგლებში დამეგობრებულ მოსწავლეებს და მათ მასწავლებლებს“, აღნიშნავენ სკოლებში და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლიდან წარმატებულ საქმიანობას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: