We are part of the globe - დოლოგნის საჯარო სკოლაში უცხოენოვანი ღონისძიება გაიმართა
26-06-2024

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგნის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი ღონისძიებებით გახლდათ დატვირთული. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში უცხო ენების სწავლებას დიდი ყურადღება ეთმობა, ამ მიმართულებით კი, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი თემატური აქტივობა ეწყობა. 

მათ შორის, ინგლისურისა და რუსული ენის კათედრის ორგანიზებით ღონისძიება - We are part of the globe, ჩატარდა. მას მასწავლებლები - ციური დავითაძე, ეთო საფარიძე და ეკატერინე შოთაძე უძღვებოდნენ. 

ღონისძიების ერთ-ერთი მიზანი კულტურათა გაცნობა გახლდათ, მის მიმდინარეობაში VII, VIII და XI კლასების მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ, მათ საინტერესოდ ისაუბრეს და უცხო ენების ცოდნაც წარმატებით გამოავლინეს. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203