ბათუმის N26 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ინკლუზიურ განათლებას და სსსმ მოსწავლეების მრავალმხრივ განვითარებას, ამის დასტურია სკოლაში არსებული ინკლუზიური განათლების ცენტრი, რომელიც აქტიურ საქმიანობას ეწევა.
ამჯერად, ცენტრების ბენეფიციართა შემოქმედებითი ნამუშევრები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გამართულ გამოფენაზე გამოიფინა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ინკლუზიური განათლების ცენტრების ბენეფიციართა ნამუშევრების გამოფენა/გაყიდვა, წელს პირველად, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში გაიმართა.
შეხვედრაზე, ასევე ჩატარდა კერამიკის, ტექსტილის და სახვითი ხელოვნების მასტერკლასები.
გამოფენაზე ასევე წარდგენილი იყო: ქალაქ ქობულეთის N3 საჯარო სკოლისა და დაბა ქედის საჯარო სკოლის ინკლუზიური განათლების ცენტრების ბენეფიციართა ნამუშევრებიც.
ვან გოგოს შთაგონებით დახატული მზესუმზირები, მოდილიანის „უთვალო“ პორტრეტების ინსპირაციები, ფიროსმანის შედევრები „თანამედროვე შემოქმედთა“ გადააზრებით და შთამბეჭდავი დეკორატიული ხელოვნების „ნიმუშები“ - გამოფენა, რომელმაც მნახველღთა დიდი მოწონება დაიმსახურა და კიდევ ერთხელ უკვდავჰყო დიადი ხელოვანების შემოქმედება, რომელიც მემკვიდრეობით თაობიდან თაობაზე გადადის.
იხილეთ ფოტოები: