ბათუმის N8 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღეს სხვადასხვა აქტივობა მიუძღვნეს
06-06-2018
ბათუმის N8 საჯარო სკოლაში 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ღონისძიებაში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
სცენაზე მოსწავლეებმა გაიხსენეს ბავშვთა კონვენცია, მისი მუხლები, წარმოთქვეს ლექსები (გერმანულ, ინგლისურ, თურქულ, რუსულ ენებზე), შეასრულეს ცეკვები: ქართული, სამეჯლისო, ბოშური (ნანე ცოხა), საგალობლის ფონზე წაიკითხეს: გრიგოლ რობაქიძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას ლექსები წმ. ნინოზე.
საღამომ სასიამოვნოდ ჩაიარა და დამსწრეთა მოწონება დაიმსახურა.
ღონისძება დირექტორის მოადგილემ ნინო გოგოლიშვილმა მოამზადა. იხილეთ ფოტოები