აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაიდნის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ინგლისურ ენას საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით ასწავლიან. ამის დასტურია ის პროექტები და აქტივობები, რომლებიც სასწავლო წლის განმავლობაში სკოლაში ხორციელდებოდა.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ი. გოგებაშვილის ნაწარმოების - „იავნანამ რა ჰქმნა?!“ მიხედვით, ინგლისურ ენაზე ფილმი გადაიღეს, რომელმაც მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.
აქტივობაში სხვადახვა კლასის მოსწვლეები მონაწილეობდნენ. მათ პერსონაჟების როლები შესანიშნავად მოირგეს. მოსწავლეებმა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნის გარდა, ასევე შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
„ფილმში მოსწავლეებმა იდეალურად „გააცოცხლეს“და წარმოჩინეს თავიანთი შემოქმედებითი უნარები. ეს გახლავთ ფილმი, რომელშიც დიდი მონდომება, შრომა და პასუხისმგებლობაა ჩადებული. ამ პროექტმა გააერთიანა ბავშვები, მასწავლებელი, მშობლები და თემი“, - გვიყვებიან სკოლაში.
ფილმის გადაღებისას მოსწავლეებს ინგლისური ენის პედაგოგი, ქრისტინე ყურაშვილი ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფილმი: