თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესეო აქტივობა თუ ღონისძიება მოეწყო.
მათ შორის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიის - „ნუ წაართმევ ბავშვობას“ ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა.
მის მიმდინარეობაში ყველა მონდომებით ჩაერთო, მათ სხვადასხვა საკითხი განიხილეს და აზრი მკაფიოდ დააფიქსირეს.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში აქტიური ჩართულობისთვის, მაისურებით და ჩანთებით მოსწავლეები, მათ შორის დათო ისმაილოვი და რამაზ ყურბანოვი დაჯილდოვდნენ.
იხილეთ ფოტო: