თელავის N7 საჯარო სკოლის პედაგოგებს პროექტში მონაწილეობისთვის სერთიფიკატები გადაეცათ
06-06-2018
თელავის N7 საჯარო სკოლის პედაგოგებმა ცისია გურაბანიძემ, ნინო გაბუნიამ და ნანა ქიბიშაურმა მონაწილეობა PH INTERNATIONAL-ის მიერ ორგანიზებულ პროექტში მიიღეს.
პროექტის მიზანი იყო სამი საგნის გაერთიანება.
ჩატარდა 5 ინტეგრირებული და ერთი სამოდელო გაკვეთილი.
მასწავლებლებმა პროექტის დასკვნით კონფერენციაზე მონაწილეობა მიიღეს. მათ პრეზენტაცია წარადგინეს და კოლეგებს და მოწვეულ სტუმრებს გამოცდილება გაუზიარეს.