ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული აღუზრდია, რომლებიც სასკოლო საზოგადოებას სიმაყის საფუძველს ხშირად აძლევენ.
მათ შორის, ერთ-ერთია რომან სურმანიძე, რომელიც სკოლაშიც განსაკუთრებული აქტიურობითა და მიზანდასახულობით გამოირჩეოდა.
ამჯერად, ის საქართველოს სტუდენტური პარლამენტის პროექტის „გახდი შენი რეგიონის/ ქალაქის დელეგატი“ - მონაწილეა და პირველი სემესტრის წარმატებით დასრულებისთვის, სერტიფიკატი გადაეცა.
როგორც რომან სურმნიძე გვიყვება, ახალგაზრდები, საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებთან ერთად, სხვადასხვა საინტერესო ვორქშოფსა და მოდელირებაში ჩაერთნენ.
იხილეთ ფოტო: