ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობებითა თუ ღონისძიებებით დატვირთული სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
მათ შორის, სკოლაში მე-11 კლასის მოსწავლეებმა სომეხი მწერლისა და ლირიკოსის - ვაჰან ტერიანის შემოქმედებითი ლიტერატურული საღამო ჩაატარეს. ისინი ღონისძიებაში განსაკუთრებული მონდომებითა და ხალისით, ასმირა ჯანოიანის ხელმძღვანელობით, ჩაერთნენ.
მოსწავლეები შესაბამისად გამოეწყვნენ, შემოქმედებითი ნომრები გამართეს, სასკოლო საზოგადოებას ლექსები და ნოველები წაუკითხეს და არაჩვეულებრივი სანახობა აჩუქეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე იყო მუსიკალური გაფორმებაც.
იხილეთ ფოტოები: