ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს, სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ.
მათ შორის, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები სასწავლო პროექტის - „ვაჰან ტერიანის შემოქმედება“ - ფარგლებში, სოფელ განძაში ვაჰან ტერიანის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ.
მოსწავლეებმა სომეხი მწერლისა და ლირიკოსის სახლ-მუზეუმი, მშობლიური ენის მასწავლებლის - ასმირა ჯანოიანის ხელმძღვანელობით მოინახულეს. მათ გარემო დაათვალიერეს, ცოდნა გაიღრმავეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
მოსწავლეები სახლ-მუზეუმიდან ემოციებით დატვირთულნი დაბრუნდნენ.
იხილეთ ფოტოები: