ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესითა და სპორტით დაინტერესებას დიდი ყურადღება ეთმობა.
ამ მიმართულებით, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი თემატური აქტივობა თუ ღონისძიება ეწყობა. მათ შორის, როგორც სკოლაში გვიყვებიან, სპორტის ახალბედა პედაგოგის - სამველ ათანიანის თაოსნობით, შეჯიბრი ჩატარდა.
მის მიმდინარეობაში მოსწავლეები მონდომებით ჩაერთნენ, ღირსეულად იასპარეზეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. საბოლოოდ, კი, გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა და მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები და სიგელები გადაეცათ.
იხილეთ ფოტოები: