„მასწავლებელი სოფლის სკოლისა“ - ქისტაურის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა პიესის მიხედვით თატრალური ნომერი წარადგინეს
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო ღონისძიება და აქტივობა ხორციელდებოდა.
აღნიშნულ აქტივობებს შორის იყო რ.ერისთავის 200 წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით გამართული ღონისძიება.
მე-10 კლასის მოსწავლეებმა ღონისძიებაზე, რ.ერისთავის პიესის „მასწავლებელი სოფლის სკოლისა“ მიხედვით, თატრალური ნომერი წარადგინეს. ბავშვებმა პიესის პერსონაჟების როლი შესანიშნავად მოირგეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
„ისინი სასიამოვნოდ და შთამბეჭდავად წარდგნენ მაყურებლის წინაშე“ , - აღნიშნავენ სკოლაში.
მოსწავლეთა შესაძლებლობებმა დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები, ღონისძიებები მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობას კიდევ უფრო ამაღლებს, რაზეც სასკოლო საზოგადოება ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები: