ქისტაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებლის პროფესიას ესეები და წერილები მიუძღვნეს
27-06-2024

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურის საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება პედაგოგების ღვაწლსა და შრომას აფასებს. 

ამის დასტურია ისიც, რომ სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო აქტივობა ეწყობა. 

გარდა ამისა, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეეები საქართველოს განათლების სამინისტაროს პროექტში მონაწილეობდნენ. მის ფარგლებში, მოსწავლეებმა თემატური ესეები და წერილები მოამზადეს. 

მათ საკუთარ ნამუშევრებში ასახეს თავიანთი დამოკიდებულება, თუ როგორი წარმოუდგენიათ თანამედროვე მასწავლებელი. მოსწავლეთა ნააზრევი საინტერესო და დამაფიქრებელი გახლდათ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203