საპატიო სიგელები ღვაწლმოსილი მასწავლებლებისთვის - კვათანის საჯარო სკოლის პედაგოგები თავდაუზოგავი შრომისთვის დააჯილდოვეს
27-06-2024

აბაშის კვათანის საჯარო სკოლაში პროფესიონალი პედაგოგები მუშაობენ, რომლებიც როგორც მოსწავლეთა, ისე საკუთარ განვითარებაზეც მუდმივად ზრუნავენ. 

სწორედ მათ რიგებში არიან ღვაწლმოსილი მასწავლებლები - შუშანიკა კაჭარავა და გოჩა ხურცილავა, რომელთა ხელმძღვანელობით მოსწავლეებს არაერთი წარმატებისთვის მიუღწევიათ. 

მასწავლებელთა ღვაწლისა და თავდაუზოგავი შრომის დადასტურებაა ისიც, რომ ისინი აბაშის მუნიციპალიტეტის მერის, გიგა გაბელაიას გადაწყვეტილებით, საპატიო სიგელით დაჯილდოვდნენ. 

სკოლაში მათი მიღწევით ხარობენ და წარმატებას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203