თბილისის N133 საჯარო სკოლის ღონისძიებას საქართველოსთვის თავგანწირული გმირების ოჯახის წევრები დაესწრნენ
თბილისის N133 საჯარო სკოლაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე ღონისძიებით აღნიშნეს.
ღონისძიებას საქართველოსთვის თავგანწირული გმირების გიორგი ანწუხელიძის, იმედა კახნიაშვილის და ილია ბაბუციძის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
სკოლის აღსაზრდელებმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული გმირები გაიხსენეს და ქართველი ერის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის შესახებ ისაუბრეს.
„სკოლაში ყველაზე საპატიო სტუმრები გვყავდა, ჩვენი დროის საამაყო გმირების, გიორგი ანწუხელიძის, იმედა კახნიაშვილის და ილია ბაბუციძის ოჯახის წევრები. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება განსაკუთრებით ემოციური, ამაღელვებელი და შთამბეჭდავი იყო. ვისთვის უნდა გაგვეთბო ამ დღეს გული, ვის უნდა მოვფერებოდით, ვინ უნდა გაგვემხნევებინა, ვისთვის უნდა გვეგრძნობინებინა, რომ პატივს ვცემთ და ვაცნობიერებთ ერის ღირსებისა და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მათი ოჯახების მიერ გაღებულ უდიდეს მსხვერპლს, თუ არა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირი ჯარისკაცების დედებისთვის, შვილებისა და მეუღლეებისთვის. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ მოგვიწია მათი მოუშუშებელი ჭრილობების გაახლება, მაგრამ გამოჩენილმა ყურადღებამ ისინი ძალიან გაახარა. მათი მადლიერი სახეები ჩვენი ბავშვებისა და პედაგოგებისთვის უდიდესი ჯილდო იყო“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
სკოლა სტუმრებს დაფასებისთვის, მოსწავლეებს მაღალი პასუხისმგებლობისთვის და მშობლებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
„მადლობა პედაგოგებს დალი ოქროიძეს, ნინო ზარიძეს და ნანა ზურაბაშვილს გაწული ფასდაუდებელი შრომისა და ჩვენი მოსწავლეების სულიერ აღზრდაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები სრულად