ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფებისა და შეღავათების დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილება შევიდა.
დოკუმენტით განისაზღვრა, რომ ადგილობრივი საჯარო სამართლის სკოლების მოსწავლეები 17 წლის ასაკამდე, ისარგებლებენ შეღავათიანი ტარიფით, რისთვისაც ისინი მიიღებენ სამგზავრო პლასტიკურ ბარათებს.
დადგენილებაში ასევე აღნიშნულია, რომ ბარათის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში წარმოიშვა ახალი ბარათის გაცემის აუცილებლობა, „ბარათის აღდგენის თხოვნით ბარათის გამცემს მიმართავს ბარათის კანონიერი მფლობელი და ბარათის აღდგენისთვის მასვე ეკისრება ბარათის გამცემის ანგარიშზე შესაბამისი თანხის გადახდა“.