ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტში გაწერილია ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა, რომლის მოსარგებლეებიც არიან ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, ფაქტობრივად მცხოვრები ან არარეგისტრირებული კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი 0-18 წლამდე ასაკის ბავშვიანი ოჯახები.
დადგენილებით, ქვეპროგრამა ითვალისწინებს:
ა) სასწავლო პროცესის ხელშეწყობის მიზნით კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი მოსწავლის სტატუსის მქონე ბავშვის ერთჯერად ფინანსურ მხარდაჭერას 300 ლარის ოდენობით სასწავლო პროცესის ხელშესაწყობად საკანცელარიო, სასწავლო და პირადი ნივთების შეძენისათვის.
ბ) კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვის ოჯახის ყოველთვიურ ფულად დახმარებას ბავშვის ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმის მოქმედების ვადით ოჯახში მცხოვრებ თითოეულ ბავშვზე 100 (ასი) ლარის ოდენობით, რომელიც მოხმარდება საკვები პროდუქტის, ჰიგიენური საშუალებების, ბავშვის ხელოვნური საკვებისა და ჰიგიენური საფენების შეძენას.