„ეიბიჯიეს აკადემია“ მსმენელს საინტერესო ტრენინგებით ხშირად ანებივრებს.
მორიგი მნიშვნელოვანი კურსი კი „დამწყებ ტრენერთა ტრენინგია“, რომელიც მონაწილეებს დასაქმების საშუალებას მისცემს. ორგანიზაცია ახალ დეპარტამენტს ხსნის, სადაც სკოლის მოსწავლეებს სხვადასხვა საგანში მომზადება შეეძლებათ.
მასწავლებლები, ვისაც სურთ, რომ პროფესიული ცოდნა გამოიყენონ, ამ ტრენინგის გავლის შემდეგ, ორგანიზაციაში დასაქმებასა და პროფესიული ცოდნის გამოყენებას შეძლებენ.
როგორც აკადემიაში გვიყვებიან, აღნიშნული კურსის გავლა არა მხოლოდ მასწავლებლებს, არამედ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, რომელსაც პროფესიული ცოდნა აქვს. მათ აქვთ შესაძლებლობა სტაჟირება „ეიბიჯიეს აკადემიაში“ გაიარონ და წარმატებული კარიერა იქვე დაიწყონ.
შესაბამისად, თუ გსურთ ტრენინგ-კურსების ჩატარება და რომელიმე კონკრეტულ სპეციალობაში ცოდნა გაქვთ, ეს შეთავაზება თქვენთვის არის, რადგან კურსი ტრენერსთვის საჭირო ცოდნის მიღებაში ან/და გაღრმავებაში დაგეხმარებათ.
კურსი შემდეგ საკითხებს მოიცავს:
• ტრენინგის სპეციფიკა, საჯაროდ საუბრის ძალა;
• ტრენინგის მონახაზი, ცენტრალური ნაწილი, შესავალი/დასკვნა;
• სამიზნე აუდიტორიის შესწავლა;
• ეთიკის ნორმები, საჯარო გამოსვლაში;
• სატრენინგო თემის შერჩევა;
• დამაჯერებელი გამოსვლის საიდუმლო;
• რა სურს ყველა მსმენელს, რა უნდა იცოდეს ტრენერმა;
• საჯარო გამოსვლის შიში;
• მსმენელების ჩართვა პროცესში.
ბონულად, ისინი მოკლე ვიდეო, პოსტერების და პრეზენტაციის აწყობასა და სოციალური ქსელის მართვის სპეციფიკას შეისწავლიან.
როგორც აკადემიაში ამბობენ, კურსის მიმდინარეობისას, მონაწილეები პირველი საჯარო გამოსვლისათვის მზადებას, ანა ბუცხრიკიძის მენტორობით, დაიწყებენ.
მსმენელთათვის კურსში ჩართვის წინაპირობა არ არსებობს, სწავლების ენა ქართულია. რაც შეეხება ხანგრძლივობას, ის 10 საათი (5 დღე, დღეში 2 საათი) იქნება. კურსის ღირებულება კი 80 ლარი გახლავთ.
აღსანიშნავია, რომ კურსის დასრულების შემდეგ, იურიდიული ძალის მქონე ორენოვანი სერტიფიკატი გაიცემა.
იხილეთ ფოტო: