„ეიბიჯიეს აკადემიაში“ მნიშვნელოვანი და საზოგადოებისთვის საინტერესო ტრენინგები ტარდება.
მორიგი შემეცნებითი კურსის თემა არის „ავტორიზაციის სტანდარტების უზრუნველყოფა ადრეულ და სკოლამდელ განათლებაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“. მას ტრენერი თამარ კოხრეიძე გაუძღვება.
როგორც „ეიბიჯიეს აკადემიაში“ გვიყვებიან, ბაღების თვითშეფასების მიზნით, კურსის ფარგლებში, შემდეგ სტანდარტებს გაივლიან:
კურსი 9, 10, 11, 13, 14, 16, 17, 18, 20, 21 ივლისის, პლატფორმა Google meet-ში, 20:00 საათზე გაიმართება. მისი ღირებულება, ფასდაკლებით, 49 ლარია.
აღსანიშნავია, რომ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.
იხილეთ ფოტო: