მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აზიზკენდის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს გარემოს დაცვასა და მოფრთხილებას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან. ამას ადასტურებს ის გარემოსდაცვითი ღონისძიებები და აქტივობები, რომლებიც სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში ხორციელდებოდა.
მათ შორის იყო დედამიწის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი აქტივობები, რომლებშიც მოსწავლეები და პედაგოგები დიდი მონდომებით იყვნენ ჩართულნი.
დასუფთავდა სკოლისა და სოფლის დაბინძურებული ტერიტორიები, ასევე საკლასო ოთახები. სკოლაში, მოსწავლეთა ეკოცნობიერების გაზრდის მიზნით, ჩატარდა კლასგარეშე აქტივობები.
მოსწავლეებმა მოამზადეს პოსტერები, რითაც ბუნების დაცვის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. მათ ასევე, უყურეს ფილმს ბუნების დაცვის შესახებ, იმსჯელეს ბუნების დაბინძურების საფრთხეებზე.
ღონისძიებაში ჩართული იყო ყველა საფეხურის მოსწავლე.
აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია ხელს უწყობს სასკოლო საზოგადოებაში მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლებას.
იხილეთ ფოტოები: