„ეიბიჯიეს აკადემიაში“ ტრენინგები სხვადასხვა ინტერესების მქონე ადამიანებისთვის ტარდება.
მორიგი საინტერესო და საჭირო ტრენინგი „ოჯახური ურთიერთობის ფსიქოლოგია“ გახლავთ, რომელსაც ლანა საფაროვი გაუძღვება. მასზე შემდეგი საკითხები განიხილება:
1. ოჯახური ურთიერთობების ტიპოლოგია;
2. ოჯახური ურთიერთობები: განვითარების ეტაპები;
3. მიჯაჭვულობის სტილი რომელიც გავლენას ახდენს ურთიერთობებზე ზრდასრულ ასაკში;
4. ტოქსიკური ქცევის ამოცნობა პარტნიორის მხრიდან;
5. მანიპულაციის სახეები და მასთან გამკლავების გზები;
6. კონფლიქტის მართვის სტრატეგიები;
7. პირადი საზღვრები და მათი დაწესება.
„ოჯახი სიმშვიდესთან და ჰარმონიასთან ასოცირდება. ვიღაცისთვის კი დაძაბულობასთან, ტოქსიკურ ურთიერთობებთან, ჩაგვრასთან და ა.შ. ჩამონათვალმა შეიძლება შორს წაგვიყვანოს, თუმცა ფაქტი ერთია: ჩვენ დღის განმავლობაში სხვადასხვა როლის შესრულება გვიწევს და ნებისმიერ როლში ყოფნისას უნდა გვახსოვდეს საკუთარი თავი!
ეს კი მხოლოდ მაშინ მიიღწევა, თუ ჩვენ ვისწავლით საკუთარი და სხვისი ქცევის ამოხსნას“,- ამბობენ აკადემიაში.
ტრენინგის ღირებულება, საზაფხულო ფასდაკლებით, 15 ლარია, ადგილების რაოდენობა კი შეზღუდულია.
იხილეთ ფოტო: