აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაიდნის საჯარო სკოლას პროფესიონალი, განვითარებაზე ორიენტირებული და მუდმივად სიახლეებისკენ მისწრაფული პედაგოგები ჰყავს, მათ შორის კი დაწყებითების წამყვანი მასწავლებელი ნინო მიქაძე გახლავთ.
ღვაწლმოსილი პედაგოგი, მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზეც კია წარდგენილი.
ამჯერად კი, სკოლა ამაყობს, რომ პედაოგი, აბაშის მუნიციპალიტეტის მერის, გიგა გაბელაიას გადაწყვეტილებით, განათლების სფეროში ხანგრძლივი, ნაყოფიერი და შემოქმედებითი საქმიანობისათვის მერის საპატიო სიგელით დაჯილდოვდა.
„განუსაზღვრელია თქვენი როლი მომავალი თაობის აღზრდისა და განათლების საქმეში, მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ განათლებული საზოგადოების ჩამოყალიბებაში, რაც განვითარებული, დემოკრატიული და ძლიერი ქვეყნის საწინდარია. მადლობას გიხდით მაღალი პროფესიონალიზმისა და ღვაწლისთვის“, - ამ სიტყებით ამკობს სკოლა პედაგოგს, აფასებს მის ღვაწლს და წარმატებას უსურვებს.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: