გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეები მთელი სასწავლო წლის მანძილზე აქტიურად ერთვებოდნენ საგანმანათლებლო ინიციატივებში და თავიანთ შესაძლებლობებს ფართო საზოგადოებას აცნობდნენ.
ამჯერად სკოლა მოხარულია გაგვიზიაროს მეორეკლასელთა წარმატება.
მუნიციპალიტეტის 10 მეორეკლასელს, რომლებმაც სტიპენდიანტის ტიტულის მოსაპოვებლად გამართულ კონკურსში გამარჯვება მოიპოვეს, შეხვდნენ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ეროვნული ცენტრის დირექტორ გოჩა ბაკურაძეს, რომელმაც ეს ჯილდო დააწესა.
მათ შორის იყვნენ ივანდიდის საჯარო სკოლის ორი მეორეკლასელი სტიპენდიანტი ერთ-ერთი, ელენე კოპალიანი კი უკვე ორგზის სტიპენდიანტია.
საბა ჯიშკარიანმა კი, შეძლო გამარჯვებულ მოსწავლეთა შორის ღირსეული ადგილი დაეკავებინა.
ცენტრის დირექტორმა პატარებს მიულოცა გამარჯვება და უსურვა მიღებულ პოზიციაზე მყარად დგომა და თორმეტი წლის განმავლობაში სტიპენდიანტის ტიტულის შენარჩუნება. ასევე წარმატებები უსურვა სხვა მოსწავლეებს, რომელთაც აქვთ შესაძლებლობა არსებული ჯილდოს მფლობელები გახდნენ.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრას ესწრებოდა ხონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ქობალია, სკოლების დირექტორები, კლასის დამრიგებლები და მოსწავლეთა მშობლები.
„ვულოცავთ ელენეს და საბას, ვულოცავთ მათთან ერთად ყველა მეორეკლასელს! წარმატებებს გისურვებთ პატარებო, ამ და სხვა უამრავ წამოწყებულ საქმეში.
დიდი მადლობა ბატონ გოჩას, მომავალი თაობის განათლების ხელშეწყობისთვის, მათში მოტივაციისა და სწავლისადმი ინტერესის გაღვივებისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში და ამაყობენ მოსავლეთა მიღწევით.
იხილეთ ფოტოები: