ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი, შემეცნებითი და შემოქმედებითი აქტივობებით იყო გაჯერებული, მე-7 კლასელთათვის კი, დასასრულიც საინტერესო აღმოჩნდა.
მე-7 კლასის ხელმძღვანელმა ლანა ბაღიშვილმა, მისმა მოსწავლეებმა და მშობლებმა 20 ივნისს, სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია გამართეს.
სასკოლო საზოგადოებამ მოინახულა ჭიათურის ღირსშესანიშნაობები კერძოდ: მღვიმის მონასტერი, კაცხის ეკლესია და კაცხის საოცარი სვეტი.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ექსკურსიის მონაწილეები კმაყოფილი და აღფრთოვანებული იყვნენ ნანახით და შინ შთაბეჭდილებებით აღსავსენი დაბრუნდნენ.
იხილეთ ფოტოები: