დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში ახალგაზრდების წარმატებულ მომავალზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი.
სწორედ ამის დასტურია ისიც, რომ 2023-2024 სასწავლო წლის წარჩინებული კურსდამთავრებულები - ლიკა ბენაშვილი, ტატო ზაქაიძე, საბა კაპანაძე და ნიკა ბაბაშვილი ოქროს მედლის კანდიდატები არიან. მათი კლასის დამრიგებელი პედაგოგი ნანა წიკლაური გახლდათ.
სკოლაში მათი მიღწევით ხარობენ, ამაყობენ და ულოცავენ.
„გილოცავთ, ბავშვებო... მომავალშიც სულ წარმატებები გქონოდეთ. თქვენი სკოლა ყოველთვის იამაყებს თქვენი წარმატებებით! სკოლა და სკოლის პედკოლექტივი ამაყობს მათი წარმატებით და უსურვებს წინსვლას ცხოვრების ახალ ეტაპზე“,- ამბობენ სკოლაში.