საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში სასწავლო წელი დიდი წარმატებით დასრულდა.
მართალია, არდადეგები დაიწყო, თუმცა მოსწავლეები კვლავ აქტიურობენ და გასვლით ღონისძიებაში მონდომებით ჩაერთნენ.
კერძოდ, ორგანიზაცია „საბუკოსთან“, შემოდგომის გამოწვევის ფარგლებში, შესრულებული არაერთი აქტივობის შემდეგ, დამაგვირგვინებელი საველე გასვლითი აქტივობის დღეც დადგა.
მოსწავლეები კრწანისის ტყე-პარკში იმყოფებოდნენ და შემდეგი აქტივობები განახორციელეს:
აქტივობების შესახებ ინფორმაციას სკოლაში გვიზიარებენ.
„ემოციური ღამის მერე, 6 საათზე თუ ბოლნისიდან წამოვიდოდით, 8 სააათზე კრწანისის ტყე-პარკში ვიქნებოდით, ვერ წარმოვისგენდით, მაგრამ იმდენად გვინდოდა და ველოდით ამ დღეს, რომ შევძელით და ეს ნამდვილად ღირდა ამად.
„საბუკოს“ ორგანიზებით, მის არაჩვეულებრივ გუნდთან ერთად, შემეცნებითი, საინტერესო, აქტიური, მრავალფეროვანი დღე გამოვიდა.
უდიდესი მადლობა ეკა არსნაშვილსა და საბუკოს გუნდს. საუკეთესოები ხართ, მადლობა ყველაფრისთვის.
მერე რა, რომ არდადეგები დაიწყო, ჩვენ არ ვჩერდებიიით“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: