მარნეულის N3 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „მწვანე მომავლის“ წევრებმა პროექტი დაწერეს და გრანტი მოიგეს
მარნეულის N3 საჯარო სკოლაში 2023-2024 წელი საინტერესო და ნაყოფიერი იყო. მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო, გარემოსდაცვით და შემეცნებით აქტივობებში, პროექტებში დიდი მონდომებით იყვნენ ჩართულნი.
მათ შორისაა პროექტი „ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის“, რომელშიც სკოლის ეკოკლუბის - „მწვანე მომავალი“ აქტიურად არიან ჩართულნი.
პროექტს ახორცილებს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ ქვემო ქართლის რეგიონში, რომელიც ტარდება პროგრამის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში“ (EVAWGG) ფარგლებში. მას ახორციელებს გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) ევროკავშირის მხარდაჭერით.
მის ფარგლებში კლუბის წევრებმა დაწერეს პროექტი „გენდერული თანასწორობა“ და მოიგეს გრანტი.
პროექტი ასევე ძალიან საინტერესო აქტივობებს მოიცავდა.
„ეს ჯერ დასაწყისია! ბევრი წარმატება გველის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: