2023-2024 სააღმზრდელო პროცესი ბაღებში დღეს, 28 ივლისს სრულდება - აღნიშნულის შესახებ etaloni.ge-ს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს.
აღსანიშანვია, რომ დედაქალაქის მასშტაბით ივლისის განმავლობაში 50 საზაფხულო ბაღი იმუშავებს, რომლებშიც რეგისტრაცია დამატებით გაიარეს აღსაზრდელებმა.
დამატებით გაცნობებთ, რომ საზაფხულო ბაღებში ჩაირიცხებიან თბილისის ბაღებში რეგისტრირებული 2-დან 6 წლამდე ასაკის აღსაზრდელები, მათ შორის ისინი, ვინც სექტემბერში სკოლებში მიდიან.
საზაფხულო ბაღების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე: http://www.kids.org.ge/ge/sazafkhulo-baghebi