ბოლნისის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დასრულდა.
მოსწავლეებმა სკოლაში ღონისძიება სახელწოდებით, „მადლობა მასწავლებლებს“ გაამრთეს. მათ ქართულ და სომხურს ენებზე ლექსები წაიკითხეს, მუსიკალური ნომრები - ეროვნული ცეკვები, სიმღერები ( ქართული და სომხური) შესანიშნავად შეასრულეს და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
აღნიშნული ღონისძიების მეშვეობით, ბავშვებმა პედაგოგებს გაწეული შრომისა და ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადეს.
ეს დღე ძალიან ემოციური, შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში პედაგოგთა შრომა დაფასებულია.
იხილეთ ვიდეოები: